|
2016-04-16 14:50:55, 570 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 14 აპრილს იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში (კ. კიუშიუ) მომხდარ მძლავრ მიწიძვრასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთივის, იაპონიის კუნძულ კიუსუზე გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი ღამის განმავლობაში ბიძგები მოჰყვა. ამასთან, სეისმოლოგები ახალ მიწისქვეშა ბიძგებს არ გამორიცხავენ. ღამის განმავლობაში სულ 230 ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრების, ელექტროენერგიის გათიშვების და ხიდების ჩამონგრევის შესახებ იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)