|
2016-04-14 16:43:01, 637 ნახვა
საზოგადოება
ასათიანის ქუჩაზე გზის დეფორმაციის მიზეზი გამოვლინდა და აღმოიფხვრა
საბურთალოს რაიონში, ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე გზის დეფორმაციას სასმელი წყლის დაზიანებული სისტემიდან გამომავალი და გრუნტის წყლების ნაკადი იწვევდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზი მას შემდეგ იქნა გამოვლენილი, რაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ასათიანის ქუჩის N12 კორპუსთან სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო. მათივე ცნობით, კომპანია „ჯეუგრუპის“ სპეციალისტებმა ამ ქუჩების კვეთაზე არხის გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს, წყალი რამდენიმე ადგილიდან ძლიერი ნაკადით დაახლოებით, 2 მეტრის სიღრმეზე მიედინებოდა, რაც გზის დეფორმაციას იწვევდა არა მხოლოდ ამ ლოკაციაზე, არამედ უშუალოდ ასათიანის ქუჩის ვრცელ მონაკვეთზეც. აღნიშნულ მისამართზე გზა ლოკალურად რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის გამო გზის მდგომარეობის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა. ასათიანის N12-თან დაზიანებული სასმელი წყლის მილი ლოკალურად შეაკეთა კომპანია GWP-მ, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ კი სანიაღვრე სისტემა მოაწყო. ამჟამად, ობიექტზე სამუშაოები გრძელდება. იგივე კომპანია კორპუსის შიდა ეზოში გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)