|
2016-04-13 17:59:51, 641 ნახვა
საზოგადოება
მაღლივ კორპუსის მიმდებარედ შესაძლოა მშენებლობის პროცესი შეჩერდეს
ვიდრე კონსულტაციები იქნება, შესაძლოა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს მშენებლობის პროცესი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თსუ-ს მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება „სტუდენტების პოზიციაა, რომ შეჩერდეს მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია განვითარდეს როგორც საუნივერსიტეტო სივრცე. შევთანხმდით, რომ გავივლით კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან. სტუდენტების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არ დაინგრეს ეს ტერიტორია და არ განადგურდეს. ამიტომ, ვიდრე კონსულტაციები იქნება, შესაძლოა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს მშენებლობის პროცესი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ სტუდენტები თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ უნივერსიტეტისთვის სასარგებლო შენობები უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიამ ეს ტერიტორია გაუგებარ კომპანიას უფასოდ გადასცა. ამასთან, როგორც სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა იყო, ხოლო ახლა ეს სტატუსი მოეხსნა. დავით ნარმანია თსუ-ს მაღლივ კორპუსში ლექციას კითხულობდა. სტუდენტებმა მასთან შეხვედრა სწორედ ამ დროს მოითხოვეს. "გამოდი, გამოდი", - სკანდირებდნენ სტუდენტები იმ აუდიტორიასთან, სადაც ნარმანია ლექციას კითხულობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)