|
2016-04-11 13:12:05, 590 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც ის მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებულ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)