15:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 12:07:04, 411 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს.  

კითხვაზე, რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; 32%-მა კი - კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ - გასცა.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics