|
2016-04-09 17:06:51, 684 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ფოთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გეგმა-გრაფიკით მითითებულ ვადაზე 50 დღით ადრე დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე თავდაპირველად დაზიანებული ასფალტის საფარი მოიხსნა, მოსამზადებელი სამუშაოების შემდგომ კი ობიექტზე ორი ფენა ასფალტი დაიგო. პროექტის მიხედვით, ფოთის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები. აღნიშნული ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს გზამშენი-7-მა“ განახორციელა. დიდუბის რაიონში, პარალელურად, ახმეტელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოები, ასევე , მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, სადაც 4000 კვმ გზის რეაბილიტაცია კაპიტალურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე, ბორდიურები და ტროტუარი. დიდუბის რაიონში ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)