|
2016-04-09 12:02:40, 579 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ნარმანია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „დღევანდელი დღე არის გამარჯვების და სიძლიერის სიმბოლო. ამ ადამიანებმა ყველაფრის ფასად, თავიანთი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ქვეყან. ის რომ ასეთი თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად ქვეყანა გადაგვირჩინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი ქვეყანა ჰქონოდეთ. ამიტომაც არის თითეული ჩვენთაგანის ვალი, რომ აქ მოვიდეთ და ყოველთვის მოვიგონოთ მათი სახელები, დავანთოთ სანთლები მათი სულის მოსახსენებლად, არ დავივიწყოთ და რაც მთავარია, მომავალ თაობას ყოველთვის უნდა ვუთხრათ ის გმირული საქმეეები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)