|
2016-04-08 19:20:14, 621 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საფრანგეთის ელჩს შეხვდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საფრანგეთის ახალ ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან და ატაშესთან ეკონომიკურ საკითხებში, ლუი ტულორჟთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთის ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქ ნანტთან და პარიზთან, რომელიც საქართველოს დედაქალაქის პარტნიორი ქალაქია, ასევე, ქალაქ ბორდოსთან და სტრასბურგთან. გამოითქვა სურვილი, სამომავლოდ კავშირების გაღრმავებისა და გამოცდილებების გაზიარების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)