|
2016-04-08 13:15:40, 555 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოავლინა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, კონტროლს განაგრძობს - სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. „ჩვენს მიერ განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი პირები უკანონოდ ახორციელებდნენ, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სხვადასხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებას - გარემოზე ზიანის მიყენებას. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდამრღვევი პირი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დაჯარიმდა და მასალები შემდგომში რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებთან, მიმდინარეობს მოკვლევა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, ვალდებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)