|
2016-04-08 12:12:35, 519 ნახვა
საზოგადოება
კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში მომღერალ მებო ნუცუბიძესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროგრამებს განაგრძობს. პროექტ „პროფესიული არჩევანის" ფარგლებში კაჭრეთის სკოლის მოსწავლეებს მომღერალი მებო ნუცუბიძე შეხვდა. სტუმარი ახალგაზრდებს მუსიკალური ხელოვნებისა და მომღერლის პროფესიის შესახებ ესაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებთან ერთად როგორც თანამედროვე, ისე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. მოზარდებმა სტუმარს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ გაუზიარეს. შეხვედრას 14-დან 18 წლამდე ასაკის 50 მოზარდი დაესწრო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და შემეცნებით-სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)