|
2016-04-06 18:07:42, 668 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს ბანკის და BP–ის მხარდაჭერით, „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, თბილისში 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველებაში კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად 9 მაისს, ლონდონში გაემგზავრება საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა – თბილისის სხვა და სხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5 წუთიანი გამოსვლა თემაზე: “ყველაზე ადვილად ადამიანები თმობენ ძალაუფლებას, მაშინ როცა თვლიან, რომ ის მათ გააჩნიათ“. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელშიც შედიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 19 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდა უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)