00:53 - 07 Jul, 2026
|
2016-04-05 17:01:46, 496 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ისნის რაიონში ბეღლეთის, განთიადისა და მარტყოფის (მე-2 შესახვევი) ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ძველი, ამორტიზირებული საგზაო საფარი ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. მათივე ინფორმაციით, პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს. „ნიუ ქასთელ ქონთრაქშენ" აწარმოებს. სამუშაოების ფარგლებში, 9 400 კვ.მეტრ ფართობზე იგება ასფალტის საფარი და იცვლება ბორდიურები. საგზაო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)