|
2026-07-02 13:37:16, 240 ნახვა
საზოგადოება
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ GM PHARMA-მ 27-წლიანი ისტორიის ახალ ეტაპზე განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა. განახლებული ბრენდული იდენტობის მთავარი სიმბოლო დნმ-ია, კომპანიისთვის სიცოცხლის, პროგრესის, უწყვეტი განვითარების, სამეცნიერო სრულყოფისა და ინოვაციების ერთიანობის გამოხატულებაა. სწორედ ეს პრინციპები განსაზღვრავს GM PHARMA-ს საქმიანობასა და მომავალ ხედვას. კომპანიაში აცხადებენ, რომ განახლებული ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ლოგოს ცვლილება არ არის. ახალი ვიზუალური იდენტობა ასახავს იმ გზას, რომელიც GM PHARMA-მ დაარსებიდან დღემდე გაიარა თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა და ისეთი ხარისხის შექმნა, რომელსაც საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე მილიონობით მომხმარებელი და ჯანდაცვის პროფესიონალები ენდობიან. დღეს GM PHARMA რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ფარმაცევტულ პორტფელს ფლობს, რომელიც 130-ზე მეტ ბრენდსა და 220-ზე მეტ გამოშვების ფორმას, რომელიც მოიცავს ძირითად თერაპიულ მიმართულებებსა და საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს. 2017 წლიდან კომპანია საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია როგორც გაყიდვების მოცულობით, ისე ღირებულებით. GM PHARMA 100-ზე მეტ პროდუქტს ექსპორტზე აწვდის საერთაშორისო ბაზრებს და წარმომადგენლობითი ოფისები აქვს თერთმეტ ქვეყანაში: უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მონღოლეთში, თურქმენისტანში, ბელარუსსა და უკრაინაში. ყოველწლიურად GM PHARMA-ს მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით 14 მილიონზე მეტი პაციენტი სარგებლობს საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მაღალ ნდობას ადასტურებს. კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია საერთაშორისო მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოებას ისახავს მიზნად. GM PHARMA გეგმავს გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის გლობალური განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპნია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა. დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. დღეს, როდესაც ფარმაცევტული ინდუსტრია ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, კომპანია აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და თანამედროვე ჯანდაცვის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება უწყვეტია. ისევე, როგორც სიცოცხლე.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)