19:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 14:55:40, 799 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს

ქართული ოცნების პრემიერმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ბიინა ივანიშვილე ისაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.

"როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება, იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ.

საბოლოო ჯამში, ის რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რომ დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში ამის და ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში.", - თქვა კობახიემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics