20:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 13:33:16, 662 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკააციის ეტაპი დაიწყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის“, „კანონის უზენაესობის ცენტრის“, „პუბლიკას“, „საქართველოს ევროპული ორბიტის“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ეკა გიგაურის, ნინო ევგენიძისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივ საჩივარზე. პარალელურად, კომუნიცირების ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიურ საჩივრებზე.

კომუნიკაციის დაწყება ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს. ივანიშვილის რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს.

საჩივრები ეხება 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ კანონებს — „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას.

"ეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შუალედური გამარჯვებაა. წინ კიდევ ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლაა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics