01:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 18:21:17, 1944 ნახვა

პოლიტიკა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE)  ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და ოცნებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი მკურნალობის მიწოდება, როგორიც საჭიროა.

"ლიბერალები მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

თითქმის 10 თვიან უკანონო პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება მაშინ, როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს.

ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება", - ვკითხულობთ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics