|
2016-04-04 16:59:29, 713 ნახვა
ეკონომიკა
საგარეო უწყება: ჩინეთი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მზადაა
ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მხარეებმა ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. „პეკინში ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის ტურიზმისა ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე და დაიგეგმა შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)