05:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 20:59:17, 3825 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ბაქოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თურქეთის რესპუბლიკას და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics