|
2026-05-29 16:32:43, 3751 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს ატაშემ მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა მოსკოვის ურთიერთობებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. მისი თქმით, სოხუმი და ცხინვალი კვლავ „რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში“. „საერთო ისტორიული წარსული, საერთო კულტურული და მორალური ღირებულებები და საერთაშორისო და რეგიონული საკითხებისადმი საერთო მიდგომები განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას დღეს“. „პრიორიტეტულ ამოცანებად რჩება რესპუბლიკების სუვერენიტეტის საიმედო დაცვის უზრუნველყოფა, მათი განვითარების ხელშეწყობა და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების და ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაფართოება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მან ასევე დასძინა, რომ მხარეები გააგრძელებენ „ერთად სვლას საერთო უსაფრთხოების კონტურებისა და სოციალურ-ეკონომიკური სივრცეების ფორმირებისკენ“. ამ კონტექსტში ზახაროვამ ახსენა „ხელშეკრულება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა 9 მაისს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)