08:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 11:01:36, 459 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა და ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს

„ჩვენ ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ვითხოვთ, თუმცა არ უნდა ველოდოთ და არ ვითხოვთ, ეს სხვადასხვა ამბავია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მისი როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანაა ვარშავის სამიტისგან წამოიღოს ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

„ვარშავის სამიტზე ჩვენ მაპ-ს არ ვითხოვთ იმიტომ რომ ჩვენ გასული წლის დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა და ჩვენ ამ გზაზე სიარულს ვაგრძელებთ. ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა იქნება შესრულებული მანამდე ნომერ პირველი ამოცანა თავდაცვის უნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტის დროს, ხიდაშელმა ასე უპასუხა:

„ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე განცხადებები. ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics