11:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 17:56:35, 3535 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინამ და ევროკავშირმა 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გაიცემა, შეთანხმებას მიაღწიეს.

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა მემორანდუმს ევროკავშირის სახელით ხელი 20 მაისს მოაწერა. შემდეგი ნაბიჯი უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მისი რატიფიცირება იქნება.

დოკუმენტის მიღება უკრაინას საშუალებას მისცემს, 2026 წლის განმავლობაში ბიუჯეტური საჭიროებებისთვის 8.35 მილიარდი ევრო მიიღოს.

დამატებითი 8.35 მილიარდი ევროს გამოყოფა Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში იგეგმება, რომლის რეგლამენტზეც ამჟამად უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics