|
2026-05-19 16:53:02, 1664 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ჟურნალისტი დარბაზიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, დროებითი მოთავსების რომელ იზოლატორში მოხდება მისი შესახლება. მას ბრალდება გასული წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა. სასამართლო სხდომაზე ჟირჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო, დემონსტრანტებმა, მათ შორის მან, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა დგომა და სად არა. "ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება" - ამის შესახებ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ აინტერესებდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტებები. თეონა ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ ის "ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)