|
2026-05-18 19:47:49, 5927 ნახვა
ეკონომიკა
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყანაში თანამედროვე აგრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარე, მარიო სტეტა ეწვია.ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართა შეხვედრები. მან ასევე მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და ინფრასტრუქტურა, სადაც გაეცნო ქართული მოცვის წარმოების შესაძლებლობებს, ხარისხის მართვის პროცესსა და საექსპორტო პოტენციალს. „საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვუმასპინძლეთ. გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ქართული მოცვის საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ქართული აგრობიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე აისახება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ქართული აგროსექტორის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)