08:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 19:13:37, 526 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები და სამუშაო განიხილეს.

არჩილ თალაკვაძემ და ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის სამსახურის რეფორმისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხებზე. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და ევროპოლს შორის არსებულ თანამშრომლობას და იმ მაღალი დონის ხელშეკრულებას, რომელსაც მხარეებმა ხელი უახლოეს მომავალში უნდა მოაწერონ.

ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, ჩატარებული რეფორმებით საქართველომ არაერთ ქვეყანას კარგი მაგალითი მისცა და იგი კვლავაც განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics