|
2016-04-02 19:06:39, 1176 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს
აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევას გააგრძელებს, თუმცა კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონლიქტის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭომ 4 რეზოლუცია მიიღო. „ეს რეზოლუციები სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიწების ოკუპაცია უკვე 20 წელია გრძელდება“, - განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)