|
2026-05-14 13:43:39, 5327 ნახვა
სამართალი
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა, ორ ნაწილად გაიყო და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს ავტომობილში 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა, საიდანაც 7 ადგილზევე დაიღუპა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად. "პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ უგონო მდგომარეობაში, ფასდება კრიტიკულად. აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები. თუმცა გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა და დიაგნოსტირება. მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად",- გვითხრა ალექსანდრე სისველაშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)