|
2016-04-02 15:35:16, 635 ნახვა
საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა
ლისის ტბის რეკრზაციული კომპლექსის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა. მერიის ინფორმაციით, 2-2.5 მ სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. დავით ნარმანიას განცხადებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქარსაცავი ზოლის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტერიტორიის რეკრეაციული რესურსებისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით. ,,აქტიურად ვაგრძელებთ გამწვანების ღონისძიებებს. დღევანდელი ღონისძიება ლისის ტბის გარშემო გამწვანებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია წესრიგდება და აქ ჩართულია როგორც ინვესტორი, ისე თბილისის მერია, იმისათვის, რომ კარგი რეკრეაციული ზონა განვითარდეს. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება თბილისს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ცნობით, ლისის ტბის ტერიტორიაზე დღეს 1500 ხე-მცენარე დაირგო. ჯამში, ლისის ტბის მიმდებარედ, 2500 ხის დარგვა იგეგმება. „გამწვანების სამუშაოები სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. რგვები ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით, ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანების, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ. მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება“, - აცხადებენ მერიაში.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)