|
2026-05-07 17:39:38, 6716 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
პატრიარქობის კანდიდატმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, მარალმა იეარქმა ზეწოლაზე ისაუბრა და ამ კონტექტსში სამთავრობო მედიები ახსენა. "თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს" - თქვა ჟურნალისტებთან მეუფე იობმა. მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ჟურნალისტი: გუშინ თქვით, რომ ზეწოლა და ჩარევები არის? მეუფე იობი: თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს? [ზეწოლა და ჩარევები], მეტი არაფერი. ჟურნალისტი: შიდა დაპირისპირება ხომ არ არის სინოდის წევრებს შორის? მეუფე იობი: არა, ერთსულოვნება არის, ძალიან კარგი მდგომარეობაა ღვთის მადლით. ჟურნალისტი: მეუფე ზენონი, ახალი სინოდის სხდომის მოქვევაზე საკითხის დაყენებაზე საუბრობდა მეუფე იობი: დღევანდელ შეკრებაზე მეუფე ზენონი არ იმყოფებოდა. [...] ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა დღეს კრება. გაფართოებული კრება დახურული იქნება, ტელევიზიები არ იქნება. სიტყვის უფლება თითოეულ დელეგატს 3-დან 5 წუთამდე ექნება". - თქვა პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)