22:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 11:17:27, 1214 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა

ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს, განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის, – ამის შესახებ, ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია.

„არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებებიც – ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ერთად ზუსტად ბნელ წარსულში დაბრუნება ხდება. როცა ჰერჩინსკი მოგვიწოდებს, რომ ბნელ წარსულში არ დაბრუნდეთო, ქართულ საზოგადოებას უბიძგებდა, ბნელ წარსულში დაბრუნებულიყო, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროში. ასე არ იყო? ამის დამადასტურებელი ვიდეოები არსებობს. შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, პაველ ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს. განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის. სწორედ ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. კარგად ვიცით, როგორ კეთდება მეგობრული განცხადება. მეგობრულად მწუხარების გაზიარება იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან პატრიარქის გარდაცვალების თაობაზე. რატომ არ იყო მწუხარება ევროკავშირის ბიუროკრატიიდან? მეგობრობას ნურავინ გვასწავლის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, ბრიუსელში ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკით შეხვდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია დიპლომატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „გზაჯვარედინზეა“ და მისი მომავალი დამოკიდებულია მისი ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანზე. დიპლომატმა ასევე აღნიშნა ევროპული გზიდან გადახვევის რისკი და რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული უკუქცევით. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics