|
2026-04-25 10:19:02, 5988 ნახვა
ეკონომიკა
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. China Eastern Airlines - ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი - შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსზე აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026, რომელიც მიმდინარე წლის 26 – 28 მაისს შანხაიში გაიმართება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)