|
2016-03-31 15:57:51, 431 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი „რესპუბლიკელებზე“: ეს არის ვაჭრობა ჩვენი თანამოქალაქეების ხარჯზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანისთვის „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება გაუგებარია. ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად, ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადებიან და კოალიციიდან გასვლას დაუყოვნებლივ არ აპირებენ. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, თუ „რესპუბლიკელებს“ არ მოსწონთ კოალიცია „ქართული ოცნება“ , მაშინ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. „თუ ამ ხალხს არ მოსწონს კოალიცია „ქართული ოცნება“ მაშინ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუ მოსწონთ, მაშინ რატომ იყრიან კენჭს ცალკე? მგონია, რომ ეს ვაჭრობა არის ჩვენი თანამოქალაქეების ხარჯზე. მათ ყველაზე ნაკლებად აწუხებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მათ აინტერესებთ რომ დარჩენილი თვეები არჩევნებამდე გარანტირებული ჰქონდეთ თანამდებობები ხელფასები, დანამატები ჯიპები და „შმიპები“. ჩემთვის წარმოუდგენელია რაც მოხდა. ალასანიასთან დაკავშირებით რაც მოხდა გავიგე. არ ვამართლებ ალასანიას. პირიქით ის ორი წელიწადი ისინი პირს უწმინდავდნენ იმაზე რაც ხდებოდა , ცუდი „ქართულ ოცნებაში“ მთავარი ადვოკატები იყვნენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მაგრამ ამ ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულწრფელად „რესპუბლიკკელების“ გადაწყვეტილება არ მესმის“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. ამასთან, უმცირესობის დეპუტატის თქმით, კოალიცია, რომლიც განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიებისგან შეიქმნა, განწირულია. მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპარალამენტო არჩევნებს წააგებს. „კოალიცია, რომელიც აბსოლუტურად განსხავევბული მსოფლმხედველობის მქონე პარტიებისგან შეიქმნა, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ „ვიღაცის საწინააღმდეგოდ“, განწირულია. ჩვენ ამას თავიდანვე ვამბობდით და მითუმეტეს ახლა. შესაბამისად, ეს კოალიცია, „ქართული „ოცნება“ არჩევნებს წააგებს. მნიშვნელობა არ ექნება ვინ იქნება კოალიციაში და ვინ არ იქნება. ჩვენ გვესმის მხოლოდ ერთი რამ ვინ დარჩება და ვინ წავა თანამდებობიდან და არა ის, თუ როგორ გახდება ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება უკეთესი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)