|
2016-03-31 13:24:28, 652 ნახვა
საზოგადოება
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ათასობით მოქალაქე აზღვევს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის დაზღვევის სერვისი სულ უფრო პოპულარული ხდება. იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დოკუმენტის მიღების მსურველები ძირითადად საქართველოს მოქალაქის პასპორტებს აზღვევენ. სტატისტიკის თანახმად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის სერვისით სარგებლობის სურვილი 15 000-მდე ადამიანმა გამოთქვა. პირადობის მოწმობებს თვეში საშუალოდ 8-10% აზღვევს, ხოლო პასპორტებს - 12-14 %. იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირველი სახელმწიფო ორგანიზაციებია საქართველოში, რომლებმაც მოქალაქეებს ოფიციალური დოკუმენტების დაზღვევის საშუალება მისცა. აღნიშნული სერვისით სარგებლობის საშუალება მოქალაქეებს გასული წლის დეკემბრიდან მიეცათ. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შემთხვევაში, ჯიპიაი ჰოლდინგი ფარავს საბუთის აღდგენის ღირებულებას და მოქალაქე ახალ საბუთს სრულიად უფასოდ იღებს. პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს მიღებისთვის დაზღვევის ღირებულება მხოლოდ 3 ლარს შეადგენს, დაზღვევის გარეშე საბუთის საფასური 33 ლარია. თუ მოქალაქეს პირადობის მოწმობის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 7 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე მოწმობის იმავე დღეს მიღების საფასური 68 ლარს შეადგენს. რაც შეეხება პასპორტს, ამ შემთხვევაში დაზღვევის ფასი 5 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მე-10 სამუშაო დღეს 103 ლარის გადახდის სანაცლოდ გაიცემა. თუ მოქალაქეს პასპორტის აღდგენა იმავე დღეს სურს, ასეთ დროს დაზღვევის ფასი 10 ლარია, ხოლო დაზღვევის გარეშე პასპორტის იმავე დღეს მიღების საფასური 208 ლარს შეადგენს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის შეძენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებში. დოკუმენტის დაზღვევა შესაძლებელია საბუთის დამზადებაზე განაცხადის მიღების პროცესში. ასევე შესაძლებელია უკვე გაცემული პასპორტისა და პირადობის მოწმობის დაზღვევაც თუ ის გაცემულია 2015 წლის 1 იანვრიდან (ხელშეკრულების დადებამდე) და მისი გადაცემიდან გასული არ არის ერთი წელი.
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)