00:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:31:01, 715 ნახვა

სამართალი
პაპიძის ადვოკატები პროკურატურის 6 ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის დასაშვებად ცნობას ითხოვს.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მასალებიდან 6 ნივთიერმტკიცებულება.

კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოიღონ შემდეგი: უროს ექსპერტიზის შედეგი - ბიოლოგიური და გენეტიკური ქსპერტიზის შედეგი, რვეულის დათვალიერების ოქმი, ჩანაწერზე გაკეთებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა, ქაფიაშვილის ბინის გამეორებით დათვალიერების შედეგები, სახლიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - ხის ნაჭერი და სხვა  ნაჭრები, რომლებიც  ექსპერტიზისთვის წაიღეს.

ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კანონდარღვევითაა მოპოვებული და მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

"ექსპრესნიუსის"  ჟურნალისტის ცნობით, სასამართლოში   მაგდა პაპიძის დედა და და იმყოფებიან, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა სიაში არიან.

 მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  მიმდინარე წლის 19 თებერვალს  გამოძიების შუალედური  ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics