|
2026-03-13 10:21:49, 7577 ნახვა
სამართალი
ახალგაზრდა კაცს პირადი ცხოვრების ვიდეო და ფოტო გაუვრცელეს, მან თავი მოიკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)