00:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 13:11:43, 2116 ნახვა

პოლიტიკა
„ოპოზიციის ალიანსი“ - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა - რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, „რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას“.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა.

მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას.

სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს.

თუმცა ამავდროულად, რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია.

ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics