|
2016-03-30 17:40:38, 892 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უმასპინძლა. მან ესტონელ სტუმარს ცენტრის საქმიანობა, არსებული კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, მოგვიანებით კი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი უშუალოდ დაესწრო სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი კიბერუსაფრთხოების ბიუროშიც იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)