|
2016-03-29 15:07:35, 537 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს. დღესვე, თბილისის მერმა საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ახალი დაზგა-დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორია დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა. მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, ასევე, რაიონების გამგეობებში კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სიახლეების დანერგვასა და კადრების გადამზადებას. „ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ პროფესიულ კოლეჯთან, ვინაიდან, ძალიან საინტერესო ლაბორატორიები აქვთ, ასევე, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებული კადრები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც აქტიურად ემზადებიან აქ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობენ, შემდეგ ტენდერების შესაბამისად, ასრულებენ სამუშაოებს მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ უკეთ მომზადებულები და კერძო სექტორიც, რათა უფრო ხარისხიანად გამოგვივიდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სამშენებლო და ბიოლოგიურ სპეციალობებში ამზადებს. კოლეჯში სწავლა, საავტომობილო, სამშენებლო, ბიზნეს ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, ასევე სახელოვნებო და სხვა მიმართულებებით უფასოდ არის შესაძლებელი. სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით კოლეჯის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. დღესვე, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელთან, მამუკა ჩოქურთან ერთად, კოლეჯის ეზოში არსებული სკვერი დაათვალიერა, რომელიც „სპექტრისა“ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ერთობლივად მოაწყვეს. კოლეჯის დირექტორის განცხადებით, ეს იქნება უფასო სივრცე, სადაც მსურველები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვას შეძლებენ. ამასთან, კოლეჯის ტერიტორიაზე, ამ დროისათვის, სასტუმროს, ტრენინგ ცენტრისა და 70 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმრო უცხოელ სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც კოლეჯის პედაგოგებსა და სტუდენტებს ადგილზე გადაამზადებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)