18:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-10 12:03:42, 943 ნახვა

მსოფლიო
ირანის შაჰის მემკვიდრე ტრამპს ირანის საქმეებში ჩარევისკენ მოუწოდებს

ირანის გადაყენებული შაჰის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ტრამპს „დახმარებისთვის“ მიმართა. მან ამის შესახებ განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. ფეჰლევის თქმით, მან ირანელებს ქუჩაში გამოსვლისა და ძალოვან ძალებთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა. „გუშინ ღამით მათ სწორედ ეს გააკეთეს. ამ კრიმინალური რეჟიმის მიმართ თქვენმა მუქარამ მისი ბანდიტები მოქმედებისგან შეაჩერა. თუმცა, დრო უმნიშვნელოვანესია. ერთ საათში ხალხი ისევ ქუჩაში იქნება. თქვენს დახმარებას გთხოვთ“, - წერს ის.

ფეჰლევიმ ტრამპს „მშვიდობისა და სიტყვის კაცი“ უწოდა და მოუწოდა, ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ჩაერიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics