00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 15:29:06, 8041 ნახვა

პოლიტიკა
რობერტა მეცოლა: მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცის განსახიერებები არიან

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამბობს, რომ მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან. ეს მან სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვების დაჯილდოება იმართება.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.

რობერტა მეცოლას თქმით, მზია ამაღლობელის ბრძოლა განსახიერებაა მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. 

"მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის განსახიერებაა მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. მათ ხმა კვლავ გაისმის მთელ ევროპაში, მის მიღმაც და მათი გაჩუმება შეუძლებელია", - თქვა რობერტა მეცოლამ. 

სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მიმართა ქართველ ხალხს.

"მინდა მივმართო ყველა ქართველს, ვინც თავის მომავალს ხედავს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვართ მყარად და ჩვენ ამას ვიმეორებთ ჩვენს რეზოლუციებში, განცხადებებში, ჩვენს საქმიანობაში, რათა საქართველო იყოს მაქსიმალურად ჩვენთან ახლოს, ისე როგორც, ქართველი ხალხი იმსახურებს", - თქვა რობერტა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics