02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 13:33:09, 5682 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობისმოყვარეობას, სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას

აშხაბადის დეკლარაციის პროექტი მოწოდებულია, გახდეს ამჟამინდელი ფორუმის მიმდინარეობისას ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

„მსურს, შევაქო ჩვენი თურქმენი კოლეგების მიერ მომზადებული აშხაბადის დეკლარაციის პროექტი, რომელიც მოწოდებულია, გახდეს ამჟამინდელი ფორუმის მიმდინარეობისას ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი. რუსეთი, უპირობოდ, მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და მასში გამოთქმულ მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო პრინციპების მიმართ, რომლებიც გაერო-ს წესდებითაა გათვალისწინებული. მათ შორის, მშვიდობისმოყვარეობა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ასევე სხვა ქვეყნებისა და ხალხების უფლებების პატივისცემა, ჰქონდეთ ზრდის, განვითარების საკუთარი მოდელი, მსოფლმხედველობა, ტრადიციები და რელიგია“, – განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics