03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-10 15:28:03, 1041 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს

მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.

„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics