05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 12:04:41, 1002 ნახვა

პოლიტიკა
TI: მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციულ ჯგუფს

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც კორუფციის მკვლევარი ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ 2025 წლის ბოლოს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

TI-ის შეფასებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა.

"ასეთ ქვეყნებში მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება.

მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

შესაბამისად, სამომავლოდ, კორუფციის და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდას უნდა ველოდეთ“. – წერს ორგანიზაცია და აცხადებს, რომ კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული გამოწვევები შემდეგნაირად გამოიყურება:





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics