|
2025-12-04 13:56:08, 1429 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მისივე განმარტებით, მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანიებისა და კრიტიკისა, ქართველები უკრაინელ ხალხს გვერდით უდგანან. „ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოვხატავდით. აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვქონდა საქართველოში მყოფ უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, რა ბენეფიტები ჰქონდათ მათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით, შესაბამისად გული გვტკივა, როცა ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, კეთდებოდა მოწოდებები, რომ საქართველოც ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საქართველოს მისამართით წამოსული კრიტიკა და ნეგატივი არაფორმალური მმართველებისა და მათი მიერ გაცემული დავალებებიდან გამომდინარეა. „რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები, ალბათ, საქართველოშიც გვექნებოდა იგივე მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიმართ კრიტიკა მოდის არაფორმალური მმართველებისგან, მათი მხრიდან გაიცემა დავალებები, ისინი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ევროპელ ბიუროკრატებს, თავს ესხმიან ქართველ ხალხს, ჩვენს სუვერენიტეტს და ა. შ.“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)