19:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 18:36:58, 698 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,  სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფი, რომელთა საქმიანობა იქნება საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციისა ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და  აქტივობების განხორციელება.

მიგრაციისა და  განვითარების  თვალსაზრისით შეხვედრისას ასევე განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი  საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღწეული  შედეგის მდგრადობას. საუბარი შეეხო მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთარეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics