20:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 12:54:01, 806 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ასკონასის ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP), რომელზეც შეთანხმებაც 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით შედგა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
"დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს - "სადახლო საავტომობილო", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს", - წერია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics