|
2025-11-17 11:17:53, 632 ნახვა
პოლიტიკა
საია-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სტრასბურგს საჩივრით მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნეს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, ახალ საჩივარში საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით პატიმრობაზე, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ უკანონოდ იქნა გამოყენებული. საია-ში ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური პატიმრის მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა - ეს საქმე ამჯერად შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული უკანონოდ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისთვის სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ პოლიციამ, შემდგომ კი მის მიმართ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ეს ეხებოდა 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე, სტიკერის გაკვრის გამო, იერის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არცერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები, მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე, შემდგომ როგორც პირველი ინსტანტციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელის მიმართ გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და ერთ საქმეზე ის - 2 000 ლარით, მეორეზე კი - 1 000 ლარით დააჯარიმეს.
ეს ორივე საქმე და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით, სახეზეა კონვენციის უფლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია მეხუთე მუხლთან - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მეექვსე მუხლთან - სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება - კონვენციის მეათე და მეთერთმეტე მუხლი, ასევე, მეცამეტე მუხლი - სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება - მეხუთე მუხლთან ერთობლიობაში. ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდაობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო", - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)