|
2025-10-24 16:38:22, 1391 ნახვა
ეკონომიკა
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს: კრიზისიდან სტრატეგიამდე“ გაიმართება. ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით მიიღონ. ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)