|
2025-10-17 17:16:01, 1021 ნახვა
სამართალი
ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა - ადვოკატი მიხეილ თოლორაიაზე
17 ოქტომბრის დილას დაკავებული მიხეილ თოლორაიას ადვოკატის, ბორის ყურუას თქმით, თოლორაიას სახლში სპეცრაზმი შეუვარდა, რა დროსაც, იქ მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. "მიხეილ თოლორაია მოვინახულე. მას სპეცრაზმი სახლში შეუვარდა და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახის წევრების თვალწინ, იარაღიანმა ადამიანებმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანეს. ჯერ მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა, სტანდარტულად, როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, ალბათ, მასაც ბრალად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას წარუდგენენ". - თქვა ყურუამ. აქტივისტების ცნობით, დღეს, 17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)