|
2016-03-24 12:45:29, 4749 ნახვა
კულტურა
თბილისის ისტორიის მუზეუმში მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიხსნება
24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“ გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ-ჩრდილები“ და სხვა. დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მანანა მენაბდის მიერ, 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები ხშირად ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)