20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 17:34:23, 2974 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კალაძის ბანერი რეჟიმისთვის ადამიანების სიცოცხლეზე ძვირფასია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასია“.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის, რომ კახა კალაძის პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააკავეს, აჩვენებს, რომ ამ „რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი“.

„ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი და კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დაუსჯელები რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ხალხს დაერივნენ, ხოლო კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვის ყველა რესურსი ამოწურული აქვს, ისინი შეშინებული და დაფრთხალები არიან“, — განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics